დავით ზალკალიანი - ღრმა თანაგრძნობას და სამძიმარს გამოვთქვამთ ჰავაიზე ხანძრის მსხვერპლთა და დაზარალებულთა ოჯახების მიმართ, ჩვენი ფიქრები და ლოცვები ახლა ამერიკელ მეგობრებთანაა
აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ზალკალიანი ჰავაიზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
ამის შესახებ ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.
„ღრმა თანაგრძნობას და სამძიმარს გამოვთქვამთ ჰავაიზე ხანძრის მსხვერპლთა და დაზარალებულთა ოჯახების მიმართ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები ახლა ამერიკელ მეგობრებთანაა, ამ გამოწვევებით აღსავსე დროს“, – წერს დავით ზალკალიანი.
ჰავაის კუნძულ მაუიზე ხანძარს 96 ადამიანი ემსხვერპლა.