ჰასან როჰანის ირანელი პარლამენტარები ეკონომიკურ პრობლემებზე კითხვებს დაუსვამენ
ირანელმა პარლამენტარებმა პრეზიდენტი ჰასან როჰანი საკანონმდებლო ორგანოში დაიბარეს.
ირანული მედიის ინფორმაციით, დეპუტატებმა პრეზიდენტს პარლამენტში მისასვლელად ერთთვიანი ვადა მისცეს, სადაც როჰანიმ ეკონომიკურ პრობლემებზე კითხვებს უნდა გასცეს პასუხი.
აშშ-სთან ურთიერთობების დაძაბვის შედეგად წარმოქნილი ეკონომიკური სირთულეების გამო, ოპონენტები პრეზიდენტისგან მინისტრთა კაბინეტის შეცვლას ითხოვენ. გავრცელებული ინფორმაციით, ჰასან როჰანის, პასუხების გაცემა ეროვნული ვალუტის პრობლემებზეც მოუწევს, რომელიც აპრილის შემდეგ 50%-ით გაუფასურდა.
დეპუტატებს ასევე სურთ პრეზიდენტისგან განმარტება მოისმინონ, თუ რატომ არ აქვთ ირანულ ბანკებს გლობალურ ფინანსურ სამსახურებთან სრულფასოვანი წვდომა მაშინ, როდესაც დასავლეთთან ბირთვული შეთანხმების დადებიდან თითქმის სამი წელი გავიდა. დონალდ ტრამპი ირანთან დადებულ შეთანხმებას აკრიტიკებს და დამატებითი სანქციების დაწესებას გეგმავს.