ირანის პრეზიდენტი - ვირუსით ინფიცირებული თუ ხართ და ამას მალავთ, სხვების უფლებებს არღვევთ
ირანის პრეზიდენტი - ვირუსით ინფიცირებული თუ ხართ და ამას მალავთ, სხვების უფლებებს არღვევთ

​ირანის პრეზიდენტის განკარგულებით, ხვალიდან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება. ისინი, ვინც ამ წესს არ დაემორჩილებიან, სახელმწიფო სერვისებით ვერ ისარგებლებენ.

„სახელმწიფო მოხელეები არ უნდა მოემსახურონ მათ, ვინც პირბადეს არ ატარებს, ხოლო თანამშრომლები, რომლებიც პირბადის გარეშე არიან, სამსახურში არ უნდა დაუშვან“, – განაცხადა ჰასან როჰანიმ.

მისივე თქმით, თუ მოქალაქე დაინფიცირდება, მან ამის შესახებ ექიმებს უნდა აცნობოს.

„თქვენი ინფიცირების შესახებ ინფორმაციის დამალვა, სხვა ადამიანების უფლებების დარღვევაა“, – განაცხადა როჰანიმ.

ირანში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 237 878 შეადგინა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში გარდაიცვალა 148 ადამიანი. სულ ვირუსს ირანში 11 408 ადამიანი ემსხვერპლა.