ირანის პარლამენტმა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრს იმპიჩმენტი გამოუცხადა
ირანის პარლამენტმა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრს იმპიჩმენტი გამოუცხადა

ირანის პარლამენტმა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრს იმპიჩმენტი გამოუცხადა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მასუდ კარბასიანის წინააღმდეგ ამხედრების მიზეზი ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემებია, რაც საბანკო სისტემის დარღვევით არის გამოწვეული.

უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იმედი გამოთქვეს, რომ კარბასიანი სხვა სფეროში დიდ წარმატებას მიაღწევს.

მანამდე, ისლამური რესპუბლიკის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ქვეყნის პრეზიდენტს, ჰასან როუჰანის მოსთხოვა, მინისტრმა თანამდებობა დატოვოს კიდევ რამდენიმე მინისტრმა, რომლებიც ეკონომიკურ საკითხებზე არიან პასუხისმგებლები. მას შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მთავრობაში ცვლილებები დაიწყება.

აგვისტოს დასაწყისში ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ჰასან როუჰანის ირანში არსებული ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად ერთი თვე მისცა.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ირანში ეროვნული ვალუტა მკვეთრად დაეცა. ივლისის ბოლოს, ამერიკული დოლარის არაოფიცილაური ღირებულება 100 ათას რიალს შეადგენდა.