ირანის პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა
ირანის პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა

ირანის პარლამენტმა პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა, რომელიც ქვეყნის ლიდერს მისცემს საშუალებას, იმოქმედოს აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციებისა და გაღრმავებული ეკონომიკური კრიზისის შემსუბუქებაზე.

25 აგვისტოს გამართულ კენჭისყრაზე პარლამენტარებმა 19 კანდიდატიდან 18 მინისტრი დაამტკიცეს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრად დასავლეთის მოწინააღმდეგე ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი დაამტკიცეს.

57 წლის დიპლომატს მჭიდრო კავშირები აქვს „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“, ლიბანურ ორგანიზაცია „ჰეზბოლასთან“ და ახლო აღმოსავლეთში სხვა პროირანულ ელემენტებთან.

მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე თავდაცვის უწყებისა და ე.წ. ყუდსის ძალების ყოფილი მეთაური აჰმად ვაჰიდი დაამტკიცეს. ზოგადად, წარდგენილი მთავრობის ზოგიერთი წევრი აშშ-ისა და ევროკავშირის სასანქციო სიაშია შეყვანილი.