ჰოლივუდის ცნობილ პროდიუსერს ჰარვი ვაინშტეინს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, აშშ-ში, არიზონას შტატის ერთ-ერთ რესტორანში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, – ამის შესახებ ინფორმაციასა და ვიდეომასალას TMZ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, კადრები რესტორნის ერთ-ერთმა სტუმარმა მობილურით გადაიღო.
მასალაში ჩანს, რომ ახალგაზრდა კაცი ვაინშტეინს ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, ხოლო შემდეგ ითხოვს, რესტორანი დაატოვებინონ. ამის შემდეგ, სტუმარი ცნობილ პროდუსერს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.
სექსუალურ შევიწროებაში ვაინშტეინი გასული წლის ოქტომბერში დაადანაშაულეს. სკანდალური საქმის მასალები ორმა წამყვანმა ამერიკულმა გამოცემამ – The New York Times-მა და The New Yorker-მა გამოაქვეყნა.