ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ავტორიზებული ვაქცინები ეფექტიანია კორონავირუსის ყველა ცნობილი ვარიანტის, მათ შორის ინდურის წინააღმდეგ
ავტორიზებული ვაქცინები ეფექტიანია კორონავირუსის ყველა ცნობილი ვარიანტის, მათ შორის ინდურის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ ჟენევაში გამართულ ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ ვაქცინებს შორის არის „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „მოდერნა“, „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ და „სინოფარმი“.
ჰანს კლუგემ ასევე ქვეყნებს მოუწოდა, თავი შეიკავონ საერთაშორისო მოგზაურობისგან, რადგან მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ მიღწეული პროგრესი ჯერ კიდევ მყიფეა.