ჰაერის დაბინძურება ადამიანთა ნაყოფიერებას ამცირებს, ძირითადად მამაკაცების - ახალი კვლევა
ბაშვების ჩასახვის მაჩვენებელი ისეთი აღარაა, როგორიც უნდა იყოს. მიზეზი მრავალია, მაგრამ როგორც ჩანს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილია ნაყოფიერების პრობლემა, განსაკუთრებით მამაკაცებში.
ახალი კვლევის მიხედვით, ჰაერში არსებული გარკვეული ნაწილაკები, რომელთა ზომაც 2,5 მიკრომეტრზე ნაკლებია, აზიანებს ადამიანის სპერმის განვითრებას. ეფექტი მცირეა, მაგრამ შეიძლება სულ სხვადასხვაგვარად მოქმედებდეს წყვილებს შორის, როდესაც საქმე ბავშვის ჩასახვას ეხება.
მსოფლიო მასშტაბით, უშვილობის პრობლემის მქონე 48 მილიონ წყვილს შორის, უმეტეს შემთხვევაში, პრობლემა სწორედ მამაკაცის მხარესაა.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ სპერმის ხარისხს აზიანებს სხვადასხვა სახის გარემო ფაქტორები, მაგალითად, ისეთი დამაბინძურებლები, როგორებიცაა პესტიციდები.
გარემოს დამაბინძურებელი მყარი ნაწილაკები (PM) შედგება ისეთი სუბსტანციებისგან, როგორებიცაა მყარი მეტალები და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები. როგორც ლაბორატორიული ცდებისას დადგინდა, მათ დააზიანეს ცხოველების სპერმა.
ჩინელ მეცნიერთა ჯგუფმა ამ სახის კვლევა ამჯერად ადამიანებზე გადაწყვიტა. მათი მიზანი იყო გაერკვიათ ატმოსფეროს დამაბინძურებელი PM2.5 ნაწილაკების გავლენა 6 475 ტაივანელი დონორის მიერ გაღებულ სპერმაზე.
ყველა დონორი 2001-2014 წლებში ჩართული იყო სამედიცინო კვლევების პროგრამაში, რამაც მკვლევრებს დეტალური ინფორმაციის შეგროვების საუალება მისცა მათი ჯანმრთელობისა და სპერმის ნიმუშების შესახებ.
შემდეგ, თარიღები შეადარეს მათი საცხოვრებლების მიმდებარედ გაკეთებულ ჰაერის ხარისხის ჩანაწერებს.
იქიდან გამომდინარე, რომ სპერმის ტიპური ციკლი 40-100 დღეს შორის მერყეობს, მკვლევრები სწავლობდნენ 2 წლის განმავლობაში სამთვიან შუალედებში აღებული სპერმის ნიმუშებს.
გამოვლინდა მნიშვნელოვანი დამთხვევა PM2.5-ის ექსპოზიციას, ზომას, ფორმასა და სპერმის ნიმუშებში მიმდინარე აქტივობას შორის.
აღმოჩნდა, რომ მყარი დამაბინუძრებელი ნაწილაკების 5 მიკროგრამამდე ზრდა ჰაერის ყოველ კუბურ მეტრზე, დაკავშირებული იყო ნორმალური სპერმის 1%-ით გაუარესებასთან.
სხვა შესაძლო ფაქტორების, მაგალითად თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების გამორიცხვის შემდეგ, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ საცხოვრებელთან PM2.5-ის მაღალი დონე სპერმის კონცენტრაციას ნორმასთან შედარებით 10%-ით ამცირებდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ეფექტების შეფასება პატარაა და გავლენა შეიძლება უმნიშვნელო იყოს კლინიკურ ჩარჩოებში, ეს მაინც გახლავთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვანი გამოწვევა“, — აცხადებენ მკვლევრები.
სამწუხაროდ, კვლევას შეუძლია მიანიშნოს მხოლოდ ურთიერთობაზე, დამაბინძურებლებსა და პათოლოგიურ სპერმას შორის ზუსტი კავშირის დასახელების გარეშე.
მათ ასევე არ აქვთ ინფორმაცია არის თუ არა ეს ყველაფერი დაკავშირებული ნაყოფიერების პრობლემებთან, იქიდან გამომდინარე, რომ „ცუდი სპერმა“ შეიძლება პირდაპირ არ ასოცირდებოდეს უნაყოფობასთან.
თუმცა, უნაყოფობის მაჩვენებლის ზრდაში სპერმის ოდენობის შემცირება დაადანაშაულა წინა კვლევებმაც.
ერთ-ერთი კვლევა, რომელიც 1973-2011 წლის მონაცემებს ეყრდნობა, ასკვნის, რომ დასავლელი მამაკაცების სპერმის ოდენობა განახევრებულია და წლიური შემცირება 1,4%-იანი მაჩვენებლით გრძელდება.
ზემოთ აღნიშნულმა კვლევამ დადებითი ურთიერთქმედება აჩვენა PM2.5-ის კონცენტრაციასა და სპერმის ოდენობას შორის.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჰაერის ცუდი ხარისხი შეიძლება კარგი არ იყოს სპერმისთვის, მაგრამ ისიც შეიძლება, რომ ჰაერის დაბინძურების ზრდამ ჩვენი ორგანიზმები წაახალისოს, რათა უფრო მეტი სპერმა გამოიმუშაოს.
კვლევა ჟურნალ BMJ-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით