გზების დეპარტამენტი - ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე, თოვლისა და ზვავებისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, 70 კმ-მდე მონაკვეთი უკვე გაწმენდილია და ამ ეტაპზე, უღელტეხილზე სამუშაოები გრძელდება. აღნიშნული გზა შატილამდე მისასვლელი ცენტრალური გზაა და ჯამში 106 კილომეტრია.
უწყების ცნობით, ადგილზე ყოველდღიურად 5 ერთეული ტექნიკა მუშაობს.
ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზა, დიდთოვლობის გამო, ყოველწლიურად ოქტომბერ-ნოემბერში იკეტება და გაზაფხულზე, მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესების შემდეგ იხსნება.