ქობულეთის სოფლებში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
ქობულეთის სოფლებში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის გზები მეწყერისგან იწმინდება.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უკვე გაიწმინდა და მოძრაობა აღდგა სოფლების – ზედა სამებისა და ბობოყვათის მიმართულებით.

ამ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება ზედა კვირიკეში, დაგვასა და კოხში.

ძლიერი წვიმის შედეგად, გუშინ გვიან ღამით ქობულეთის ცხრა სოფელში მეწყერი ჩამოწვა, ორი ოჯახი უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. ადიდებულმა მდინარე აჭყვამ დატბორა ქობულეთის ავტოსადგურის, ბაზრობისა და რამდენიმე ქუჩის, ასევე გილაურის დასახლების ტერიტორია.