საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კობი-გუდაურის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები შესაძლებლობისთანავე დაიწყება
საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კობი-გუდაურის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები შესაძლებლობისთანავე დაიწყება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი წერეთლის განცხადებით, უხვთოვლიანობის მიუხედავად, მთიან რეგიონებში გახსნილია მოძრაობა და ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.

მისივე თქმით, კობი-გუდაურის მონაკვეთი კი უკვე მეექვსე დღეა, ზვავსაშიშროებისა და უხვთოვლიანობის გამო დაკეტილია.

„როგორც კი მოგვეცემა საშუალება და გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან გვექნება რეკომენდაცია, დაიწყოს გაწმენდითი სამუშაოები, კონტრაქტორი ორგანიზაცია მობილიზებულია და ამ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება“, – აღნიშნა გიორგი წერეთელმა.