ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 90-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 90-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე (გუროს კლდეები) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია.

„გრძელდება სავალი ნაწილის გაწმენდითი სამუშაოები. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოიშალა კლდის მასა, რის გამოც დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.