თბილისის შემოგარენში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისის შემოგარენში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

როგორც „თბილსერვის ჯგუფში“ აცხადებენ, ტექნიკურმა ჯგუფმა სპეციალური ტექნიკით უკვე 200 ტონამდე ტექნიკური მარილი დაყარა. ამ ეტაპზე ყველა შემოერთებულ ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი.

სამუშაოებს კომპანიის დირექტორის მოადგილე დავით ფაჩულია ადგილზე გაეცნო.

„თბილსერვის ჯგუფი“ ორი დღეა, ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს გზების გაწმენდით სამუშაოებს დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე. 200 ტონამდე ტექნიკური მარილი არის დაყრილი კოჯორში, ტაბახმელაში, კიკეთში, წყნეთში, დიდგორში, მუხათგვერდში და სხვა ლოკაციებზე. საჭიროებისამბერ ვახორციელებთ გზების გაწმენდით სამუშაოებს, რათა მძღოლებმა უსაფრთხო გადაადგილება შეძლონ“, – განაცხადა დავით ფაჩულიამ.

დატოვე კომენტარი