გურჯაანში 24 წლის მამაკაცს ეძებენ
გურჯაანში 24 წლის მამაკაცს ეძებენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მცხოვრებ 24 წლის გიორგი დარჩიაშვილს ეძებენ. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, მამაკაცი სახლიდან ერთი თვის წინ გავიდა და მას შემდეგ აღარ უნახავთ. ოჯახის ინფორმაციით, ბოლო დროს მარტყოფის მამათა მონასტერში იმყოფებოდა.

როგორც პირველ არხს სოფელ ვაზისუბნის გამგეობაში განუცხადეს, შვილიშვილის დაკარგვის შესახებ და დახმარებისთვის მათ გიორგი დარჩიაშვილის ბებიამ მიმართა. მათივე განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ის სახლიდან მიდის და თვეები იკარგება, შემდეგ კი, რომელიმე მონასტერში პოულობენ.

შსს-ს ინფორმაციით, დაკარგულის საპოვნელად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.