გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის გზის გადაკვეთას ცდილობდა. შედეგად, 60 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.