გურჯაანის მერიაში მესამე სართულზე მდებარე ერთ-ერთი ოთახი დაიწვა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ოთახი მერის ერთ-ერთ მოადგილეს ნიკოლოზ გეთიაშვილს ეკუთვნოდა.
როგორც გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა განაცხადა, დამწვარია მხოლოდ ერთი ოთახი და იქ არსებული ტექნიკა.
ხანძრის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად გაუმართავი ელექტროგაყვანილობა სახელდება. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დაწყებულია გამოძიება.