გურჯაანის მერიაში ხანძრის შედეგად ერთი ოთახი დაიწვა

12:33, 15.02.2019

გურჯაანის მერიაში მესამე სართულზე მდებარე ერთ-ერთი ოთახი დაიწვა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ოთახი მერის ერთ-ერთ მოადგილეს ნიკოლოზ გეთიაშვილს ეკუთვნოდა.

როგორც გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა განაცხადა, დამწვარია მხოლოდ ერთი ოთახი და იქ არსებული ტექნიკა.

ხანძრის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად გაუმართავი ელექტროგაყვანილობა სახელდება. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი