გურიის რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციოდ ინტენსიური სამუშაოები გრძელდება.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში მოსახლეობა საჭირო სამშენებლო მასალით მარაგდება.
რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია. ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე რჩება, საგანგებო შტაბები მუშაობას აგრძელებს.
ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ უცნობია.