გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი სახოკია მოსახლეობას რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს
გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი სახოკია მოსახლეობას რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს

გურიაში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი სახოკია მოსახლეობას სიფრთხილისკენ და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ქვეყანაში მომატებული ინფიცირების შემთხვევების მიუხედავად, გურიის რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა არ შეინიშნება.

„გურიის რეგიონში დადებითობის მაჩვენებლის ზრდა არ შეინიშნება. ინტენსიური ტესტირება ხორციელდება როგორც გეგმურად, ისე საყურადღებო სოფლებში კარდაკარის პრინციპით. აღნიშნული პროცესი ხორციელდება ექვს საკონტროლო პუნქტზე. ამ სოფლებში სწავლის პროცესი გადასულია დისტანციურ რეჟიმზე და საბავშვო ბაღებში შეჩერებულია სააღმზრდელო პროცესი. დამატებით შეზღუდვებს ამ ეტაპზე არ განვიხილავთ, თუმცა ეს დამოკიდებულია ეპიდვითარებაზე. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად დაიცვან წესები, რომლებიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ“, – განაცხადა გიორგი სახოკიამ.