პაველ ჰერჩინსკი - ცხრა ნაბიჯის შესრულება მოითხოვს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციისგან, სამოქალაქო საზოგადოების სრულ ჩართულობას
პაველ ჰერჩინსკი - ცხრა ნაბიჯის შესრულება მოითხოვს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციისგან, სამოქალაქო საზოგადოების სრულ ჩართულობას

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, იმედი აქვს, საარჩევნო კამპანიის პარალელურად, რომელიც ნელ-ნელა გახდება მთავარი საკითხი, ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის შესასრულებლად მუშაობა გაგრძელდება.

მისივე თქმით, სამუშაოს შესრულება მოითხოვს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციისგან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების სრულ ჩართულობას.

„ჩვენ ძალიან სწრაფად მივდივართ შემდეგი ეტაპისკენ, გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებისკენ. ეს მოითხოვს სერიოზულ მიდგომას საქართველოს მხრიდან, ეს მოითხოვს სერიოზულ რეფორმებს. ვიმედოვნებ, იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო კამპანია ნელ-ნელა გახდება მთავარი საკითხი, პარალელურად, ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად მუშაობა გაგრძელდება. თავის მხრივ, ევროკავშირი და ევროკავშირის დელეგაცია თბილისში მზად არიან დასახმარებლად, რამდენადაც შეგვიძლია, მაგრამ ქართველებმა სამუშო თავად უნდა შეასრულონ. ეს, რა თქმა უნდა, მოითხოვს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციის მხრიდან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების სრულ ჩართულობას, რათა არსებობდეს ეროვნული ერთიანობა ევროკავშირის წევრობის გზაზე საქართველოს წინსვლის საკითხში“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.