დავით მათიკაშვილი - ოპოზიცია მუდმივად ცდილობდა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, ბოიკოტში მყოფი „ლელო“ ყოველგვარ ზღვარს გაცდენილია, „ნაცებსაც“ კი გადაასწრეს, მათგან კარგს არაფერს ველოდებით
დავით მათიკაშვილი - ოპოზიცია მუდმივად ცდილობდა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, ბოიკოტში მყოფი „ლელო“ ყოველგვარ ზღვარს გაცდენილია, „ნაცებსაც“ კი გადაასწრეს, მათგან კარგს არაფერს ველოდებით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობდნენ, ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიეღო და, აქედან გამომდინარე, ეჭვი ეპარება, რომ ოპოზიციას ცხრა რეკომენდაციის შესრულება სურს.

„არ მგონია, მათი მხრიდან რაიმე სერიოზული წინადადება იქნება, თუმცა შეგვიძლია, მათ ინიციატივებს დაველოდოთ. საერთო ქართულ მომავალს სწორედ ეს ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა, მუდმივად ცდილობდნენ, ქვეყანას სტატუსი არ მიეღო და 12 რეკომენდაციის შესრულებისას, პირიქით, პროდუქტიული როლი არ შეასრულეს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, ბოიკოტში მყოფი „ლელო“ ყოველგვარ ზღვარს გაცდენილია და „ნაცებსაც“ კი გადაასწრეს.

„მათგან კარგს არაფერს ველოდებით“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.