გურამ ფალავანდიშვილი - კონსტიტუციას არ ვემორჩილებით, რომელიც 10 მცნებას არღვევს
კონსტიტუციას არ ვემორჩილებით, რომელიც 10 მცნებას არღვევს, – ამის შესახებ ულტრანაციონალისტური ჯგუფის წარმომადგენელმა, გურამ ფალავანდიშვილმა ქაშვეთის ეკლესიის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
„მათ ქუჩაში გამოსვლის და დროშების ფრიალის უფლება არ აქვთ. უნდა გავყაროთ. კონსტიტუციას არ ვემორჩილებით, რომელიც 10 მცნებას არღვევს. ყველას ვუსურვებ გამოჯანმრთელებას, მაგრამ თუ გვინდა მიზეზი ვიპოვოთ, მიზეზი არის ჟურნალისტების ძალადობა საზოგადოებაზე“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.
რუსთაველის გამზირზე ორი ურთიერთსაპირისპირო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი თქმით, აქციის მიზანი 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული ძალადობრივი მოვლენებისგან გამიჯვნაა. აქციას შეუერთდნენ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები, რომელთაც გუშინ „ღირსების მარში“ ვერ გამართეს.
ამასთან, რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიასთან აქციას მართავენ გურამ ფალავანდიშვილი, მისი მხარდამჭერები და „თბილისი პრაიდის“ სხვა მოწინააღმდეგეები.