რუსთაველის გამზირზე ორი ურთიერთსაპირისპირო აქცია მიმდინარეობს [ფოტო]
რუსთაველის გამზირზე ორი ურთიერთსაპირისპირო აქცია მიმდინარეობს [ფოტო]

პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე მდუმარე აქცია იმართება.

აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აქციის მიზანი 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული ძალადობრივი მოვლენებისგან გამიჯვნაა.

აქციას შეუერთდნენ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები, რომელთაც გუშინ „ღირსების მარში“ ვერ გამართეს.

ამასთან, რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიასთან აქციას მართავენ გურამ ფალავანდიშვილი, მისი მხარდამჭერები და „თბილისი პრაიდის“ სხვა მოწინააღმდეგეები.

ამასთან, აქციაზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს, რათა ორი აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება არ მოხდეს.

ამასთან, პარალელურად, მედიის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მართავენ კოლეგების სოლიდარობის აქციას და გმობენ მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობას. აქციის ორგანიზება სხვადასხვა ტელევიზიის ოპერატორებმა მოახდინეს.