რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ხელისუფლებას რუსეთთან ფრენების გაუქმებისა და ყვარელში დაკავებულების გათავისუფლებისთვის 22:00 საათამდე აძლევენ ვადას
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ხელისუფლებას რუსეთთან ფრენების გაუქმებისა და ყვარელში დაკავებულების გათავისუფლებისთვის 22:00 საათამდე აძლევენ ვადას

თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ.

როგორც აქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა აღნიშნა, ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა გააუქმოს რუსეთთან ფრენები და ასევე, დღეს ყვარელში დაკავებული აქციის მონაწილები უნდა გაათავისუფლოს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლებას ვადა 22:00 საათამდე აქვს.  ვადის გასვლის შემდეგ კი კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე ისაუბრებენ.

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ აქციაზე დღეს ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს.