რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია სლოგანით -„ერთად ევროპაში“ მიმდინარეობს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის ორგანიზებული.
აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა გახსნა და შეკრებილებს პარლამენტის წინ დამონტაჟებული სცენიდან სიტყვით მიმართა.
აქციის ორგანიზატორების თქმით, საქართველოს მომავალი ევროპაშია. ამასთან, რუსთაველზე შეკრებილები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ. აქციაზე შეკრებილები მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვენ. აქციაზე ისმის შეძახილები – „მიშა, მიშა“, მოწოდებები ხელისუფლების მისამართით – „წადი!“, ასევე „სოხუმი-ცხინვალი“.
აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრები.
პარლამენტის წინ საავტომობილო გზა გადაკეტილია.