„გუმათჰესი 2“-ის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
მეხანძრეები ცეცხლს უკვე მესამე საათია, ებრძვიან.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, იწვის სატრანსფორმატორო ზეთი, რომლის აფეთქების საფრთხე, „ენერგოპროჯორჯიას“ წარმომადგენლის განცხადებით, არ არსებობს.
ჯერჯერობით, უცნობია ზარალის ოდენობა.
ხანძარი დაახლობით 17 საათსა და 30 წუთზე გაჩნდა. შსს-ის ინფორმაციით, „გუმათჰესზე“ ხანძრის დროს 18-ტონამდე საწვავი დაიღვარა.
ხანძრის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ქუთაისის, სამტრედიის, ვანისა და ხონის მუბიციპალიტეტების აბონენტთა ნაწილს.