„გუმათჰესის“ ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება - ვიდეოკადრები

ქუთაისთან ახლოს, „გუმათჰესის“ ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ცეცხლის კერა გაძლიერდა და მისი ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს უკვე მოუწოდეს, ჰესის მიმდებარე ტერიტორია დატოვონ.

ადგილზე ამ დროისთვის ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

რაც შეეხება ელექტრომომარაგებას, „ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქუთაისში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა, ხონის, ვანისა და სამტრედიის აბონენტებს კი ეტაპობრივად აღუდგებათ.