დიღომში, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გუგეშაშვილებზე მომხდარი თავდასხმის საქმეზე მოწმეების დაკითხა მიმდინარეობს.
როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, უწყებაში დოდო გუგეშაშვილის მეზობელი ქალი იმყოფება. ის რამოდენიმე წუთის წინ შევიდა სამმართველოში. მოწმემ დაკითხვაზე შესვლამდე კომენტარი არ გააკეთა.
აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში დღეს დილით ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.