გუგა ქაშიბაძე - თბილისში, შერმადინის ქუჩაზე აფეთქებისას დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
თბილისში, შერმადინის ქუჩაზე მშენებარე სახლში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
დაშავებული დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული. ექიმ გუგა ქაშიბაძის განცხადებით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია და ინტენსიური მკურნალობის კურსს გადის.
ქაშიბაძის ინფორმაციით, მან აფეთქების შედეგად მეორე-მესამე ხარისხის სასუნთქი გზების თერმულ-ინჰალაციური დაზიანება მიიღო.
„ამ წუთისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დიაგნოზი საკმაოდ მძიმეა“,- განაცხადა ქაშიბაძემ.
„გამოძიება ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის 240 -ე პრიმა მუხლით“, – აცხადებენ შსს-ში.