დამწვრობის ცენტრის ქირურგი - პიროტექნიკით დამწვრობის გამო 23-მა პაციენტმა მოგვმართა
დამწვრობის ცენტრის ქირურგი - პიროტექნიკით დამწვრობის გამო 23-მა პაციენტმა მოგვმართა

დამწვრობის ცენტრის ქირურგის, მერაბ ჯანჯღავას განცხადებით, ახალი წლის დღეებში პიროტექნიკით დამწვრობის გამო ცენტრს 23-მა ადამიანმა მიმართა.

მისივე ინფორმაციით, პაციენტებს დამწვრობა ძირითადად ხელისა და სახის არეში აღენიშნებათ.

„ჩვენს კლინიკას პიროექტენიკური საშუალებების აფეთქების შედეგად გამოწვეული დამწვრობით მომართა 23-მა პაციენტმა, მათგან ორი მოთავსებულია სტაციონარში, მათი ასაკი ექვსიდან ცხრა წლამდეა. დანარჩენი პაციენტები განაგრძობენ ამბულატორიულ მკურნალობას. მეორე-მესამე ხარისხის დაზიანებები უმეტესად აღენიშნებათ თითების, მტევნის, სახის არეში. ამპუტაცია ჯერ-ჯერობით არ არის. იმედია, არ დაგვჭირდება.

პიროტექტენიკა საკმაოდ რთულ და სერიოზულ დაზიანებებს იწვევს, რომელმაც შესაძლოა მთელი ცხოვრების მანძილზე დატოვოს ტრავმა“, – განაცხადა მერაბ ჯანჯღავამ.

დატოვე კომენტარი