შსს შერმადინის ქუჩაზე მშენებარე სახლში აფეთქების ფაქტს იძიებს
შსს შერმადინის ქუჩაზე მშენებარე სახლში აფეთქების ფაქტს იძიებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველომ მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, შერმადინის ქუჩაზე მშენებარე სახლში აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„აფეთქების შედეგად სხეულის დაზიანება ხუთმა მოქალაქემ მიიღო. ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის 240 -ე პრიმა მუხლით“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, სოფელი დიღომში სავარაუდოდ აფეთქების შედეგად ორსართულიანი სახლის კედლები ჩამოინგრა.