დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პიროტექნიკის გამოყენების შედეგად წუხელ ექვსი ადამიანი დაშავდა 
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პიროტექნიკის გამოყენების შედეგად წუხელ ექვსი ადამიანი დაშავდა 

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, წუხელ პიროტექნიკით დაზიანების ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის არიან როგორც ბავშვები, ისე მოზრდილები.

გუგა ქაშიბაძის თქმით, პაციენტებს დაზიანება ძირითადად მარჯვენა მტევნისა და სახის არეში ჰქონდათ.

„გუშინ გვყავდა ოთხი პაციენტი, დღეს მოგვაკითხა კიდევ ორმა. ოთხი ბავშვია, ორი კი, მოზარდი. სერიოზული შემთხვევა არც ერთი არ დაფიქსირებულა. დაზიანება ძირითადად მარჯვენა მტევნისა და სახის არეში ჰქონდათ. სერიოზული შემთხვევა, საბედნიეროდ, არ ყოფილა“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა.

დატოვე კომენტარი