გრიგოლეთში, მდინარე სუფსაში სატვირთო ავტომანქანა გადავარდა
გრიგოლეთში, მდინარე სუფსაში სატვირთო ავტომანქანა გადავარდა

გრიგოლეთში, მდინარე სუფსაში სატვირთო ავტომანქანა გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ის ფოთიდან ბათუმის მიმართულებით გადაადგილდებოდა. მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოახერხა. მდინარიდან იგი მაშველებმა და მეთევზეებმა ამოიყვანეს.

ახალგაზრდა მამაკაცი ამბობს, რომ წინ მიმავალმა მანქანამ მოულოდნელად დაამუხრუჭა, მან აცილება სცადა, მაგრამ საჭე ვერ დაიმორჩილა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას კლინიკაში გადაყვანა არ დასჭირვებია დასჭირვებია.

„ჩემ წინ ავტომანქანების კოლონა მიდიოდა, სხვა გზა არ მქონდა დავამუხრუჭე და გადავვარდი. მაშველებმა გამომიყვანეს, როგორც კი გადავვარდი სამაშველოც მაშინვე მოვიდა, არც დაუგვიანიათ. წყალი არც ისე ღრმა იყო, მაგრამ ადამიანს ფარავდა. მანქანის ამოყვანა ჯერ არ მოხერხდება. მოძრაობა რომ შენელდება, გვიან ღამით ამოვიყვანთ ,“- განაცხადა ტრაილერის მძღოლმა, ალექსი მაისურაძემ.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.