გორთან, ავტობანზე, სადაც ბენზინმზიდი დაიწვა, სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა [ვიდეო/ფოტო]

გორთან, ავტობანზე, სადაც ბენზინმზიდი დაიწვა და შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ადგილზე მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის დამწვარი მანქანის ნაწილებისგან გაწმენდა.

ამჟამად სატრანსპორტო მოძრაობა როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით აღდგენილია.

გორთან, ავტობანზე ბენზინმზიდს ცეცხლი დღეს დილით გაუჩნდა. ხანძრის შედეგად ავტომანქანის მძღოლი დაიღუპა.