გორთან, ავტობანზე ბენზინმზიდი დაიწვა, დაღუპულია ერთი ადამიანი [ფოტო/ვიდეო]

07:40, 12.04.2019

გორთან, ავტობანზე ბენზინმზიდს ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მამაკაცის ცხედარია ნაპოვნი. სავარაუდოდ ხანძარს ავტომანქანის მძღოლი ემსხვერპლა. დაღუპულის ვინაობა ჯერ უცნობია.

შემთხვევის ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილია. ავტომობილებს შემოვლითი გზით უწევთ გადაადგილება.

მსგავსი