გორში, ტანსაცმლისა და ავეჯის ბაზრობაზე ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ტანსაცმლისა და ავეჯის ბაზრობაზე ამ დროისთვის ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, სიმონ გულედანის ინფორმაციით, ცეცხლის ღია კერები თითქმის აღარაა და მეხანძრე-მაშველები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.
„როგორც ხედავთ, ცეცხლის ღია კერა აღარაა და ამ დროისთვის ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს. ადგილზე 40 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერ უცნობია“, – აცხადებს სიმონ გულედანი.