გორში, ტანსაცმლისა და ავეჯის ბაზრობაზე ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს

23:59, 30.12.2020

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ტანსაცმლისა და ავეჯის ბაზრობაზე ამ დროისთვის ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, სიმონ გულედანის ინფორმაციით, ცეცხლის ღია კერები თითქმის აღარაა და მეხანძრე-მაშველები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.

„როგორც ხედავთ, ცეცხლის ღია კერა აღარაა და ამ დროისთვის ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს. ადგილზე 40 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერ უცნობია“, – აცხადებს სიმონ გულედანი.

მსგავსი