გორში, ტანსაცმლის ბაზრობაზე ხანძარია [ვიდეო]

22:12, 30.12.2020

გორში, წმინდა წყლის დასახლებაში ხანძარია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ტანსაცმლის ბაზრობაზე გაჩნდა.

ცეცხლის ქრობის სამუშაოებში 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მონაწილეობს.

დაშავებულების შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ დროისთვის არ შესულა.

მსგავსი