გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებულ შვიდ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი შვიდი ნიმუშიდან ყველა უარყოფითია.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსის ინფექციით ორი პირი რჩება. მათი მდგომარეობა ნორმალურია. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში სულ 53 პირი რჩება. აქედან 33 სამხედრო და ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე.