გორის სამხედრო ჰოსპიტალში სანიტარს კორონავირუსი დაუდასტურდა
გორის სამხედრო ჰოსპიტალში სანიტარს კორონავირუსი დაუდასტურდა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსი დაუდასტურდა სანიტარს. ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში ცხოვრობს.

როგორც საქართველოს პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, გუშინ ის იმყოფებოდა ძმის ოჯახში, რომელიც სოფელ კარალეთში ცხოვრობს.

საქართველოს პირველ არხს კარალეთის გამგებელმა, ჰამლეტ პეტუაშვილმა განუცხადა, რომ ინფიცირებულს შეხება ჰქონდა დედასთან და რძალთან. მათ უკვე მიეცათ თვითიზოლაციის რეკომენდაცია.