გორის სამხედრო ჰოსპიტალი უმცროსი მედდის დაინფიცირების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
გორის სამხედრო ჰოსპიტალი უმცროსი მედდის დაინფიცირების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

გორის სამხედრო ჰოსპიტალი მედდის დაინფიცირების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„გორის სამხედრო ჰოსპიტალის უმცროს მედდას გეგმური PCR ტესტირებისას დაუდასტურდა COVID-19.

ექთანს ჰოსპიტალის ექიმებთან შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა ამის მიუხედავად, მასთან შემხებლობაში მყოფ პერსონალს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.

ჰოსპიტალის გარეთ მოძიებულია ყველა კონტაქტი და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური მოკვლევა“, – აღნიშნულია გორის სამხედრო ჰოსპიტალის ინფორმაციაში.