გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი - ჰოსპიტალი ნებისმიერ დროს მზად არის, მიიღოს ნებისმიერი სირთულის პაციენტი და აღმოუჩინოს სათანადო დახმარება [ვიდეო]

გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, ჰოსპიტალი ნებისმიერ დროს მზად არის, მიიღოს ნებისმიერი სირთულის პაციენტი და აღმოუჩინოს სათანადო სამედიცინო დახმარება.

„თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი გახლავთ მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება. იგი აღჭურვილია ყველანაირი სახის სამედიცინო აპარატურით. დაკომპლექტებული პროფესიონალი სპეციალისტებით. ნებისმიერ დროს მზად არის, მიიღოს ნებისმიერი სირთულის პაციენტი და აღმოუჩინოს სათანადო სამედიცინო დახმარება“, – აცხადებს ჰოსპიტალის დირექტორი მალხაზ ურთქმელიძე.

როგორც სამხედრო ჰოსპიტალში აცხადებენ, მრავალპროფილური სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება ემსახურება როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირებს, სადაც შესაძლებელია 24-საათიანი გადაუდებელი და გეგმიური სამედიცინო მომსახურების მიღება.

სამხედრო ჰოსპიტალი დაკომპლექტებულია სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციური ექიმებით და აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით, რომელიც აკმაყოფილებს სამედიცინო სფეროში არსებულ თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.

გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში ფუნქციონირებს შემდეგი სამედიცინო განყოფილებები: ზოგადი ქირურგიის განყოფილება,  ტრავმატოლოგიური განყოფილება, ანესთეზიოლოგიური განყოფილება, რეანიმაციისა და გადაუდებელი დახმარების განყოფილება, თერაპიისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილება, კარდიოლოგიისა და ინტენსიური კარდიოლოგიის განყოფილება, ფსიქო-ნევროლოგიური განყოფილება, ინფექციური განყოფილება, სამედიცინო რეაბილიტაციის განყოფილება, ამბულატორიულ-პოლიკლინიკური განყოფილება, დიაგნოსტიკური განყოფილება, ცენტრალური ლაბორატორია, პათოლოგ-ანატომიური ჯგუფი, სისხლის ბანკი.