შალვა ხაჭაპურიძე - ჩვენ ვხსნით ყველა მოწმეს, დავკითხავთ ბატონ ურთქმელიძეს და მოვითხოვთ იუსტიციის მინისტრის დაკითხვას
შალვა ხაჭაპურიძე - ჩვენ ვხსნით ყველა მოწმეს, დავკითხავთ ბატონ ურთქმელიძეს და მოვითხოვთ იუსტიციის მინისტრის დაკითხვას

რატი ბრეგაძემ გუშინ უცნაური განცხადებები გააკეთა. საზღვარი აქვს ყველაფერს, ჩვენ ვხსნით ყველა მოწმეს, დავკითხავთ ბატონ ურთქმელიძეს და მოვითხოვ იუსტიციის მინისტრის დაკითხვას, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, რატი ბრეგაძის განცხადებებიდან გამომდინარე, მან სასამართლოს უნდა მოახსენოს, რაც იცის.

„რატი ბრეგაძე გააკეთა განცხადება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, რომ დაინიშნება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ სააკაშვილი არ ჭამს, ვერ ჭამს კი არა, არ ჭამს. მაშინ მას აქვს რაღაც ინფორმაცია, მოვიდეს და სასამართლოს მოახსენოს, მოწმეა ჩვეულებრივი. ახლა მინისტრი რომ არის, ეგ არაფერი. რა თქმა უნდა, მოლოდინი არ მაქვს, რომ დააკმაყოფილებენ, მაგრამ მე უნდა დავაყენო შუამდგომლობა. ჩვენ ვხსნით ყველა მოწმეს, დავკითხავთ ბატონ ურთქმელიძეს და მოვითხოვთ იუსტიციის მინისტრის დაკითხვას“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.