პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ამერიკელმა გასტროენტეროლოგმა მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზი დასვა ლაბორატორიული ანალიზის გარეშე, რაც ნიშნავს, რომ დიაგნოზი არის ტყუილი
პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ამერიკელმა გასტროენტეროლოგმა მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზი დასვა ლაბორატორიული ანალიზის გარეშე, რაც ნიშნავს, რომ დიაგნოზი არის ტყუილი

ამერიკელმა გასტროენტეროლოგმა, სტიუარტ ფინკელმა მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზი ლაბორატორიული ანალიზის გარეშე დასვა, რაც ნიშნავს, რომ დიაგნოზი არის ტყუილი, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალხაზ ურთქმელიძემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მიმდინარე პროცესზე დღეს განაცხადა.

​ურთქმელიძემ მოწმეს, ამერიკელ გასტროენტეროლოგს დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე კითხვით მიმართა:

„რამდენად დასაშვებია, ამერიკაში სვამდეს ადამიანი დიაგნოზს და ამის ლაბორატორიულად დასაბუთებას არ აკეთებდეს? თუ არის ლაბორატორიული კვლევებით გამყარებული დიაგნოზები?“

რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი რამ შესაძლებელია.

ურთქმელიძე ასევე დაინტერესდა, მალაბსორციის შემთხვევაში დასაშვებია თუ არა ლაბორატორიული დასაბუთების გარეშე დიაგნოზის დასმა, ფინკელმა კი აღნიშნა, რომ მალაბსორციას სჭირდება ლაბორატორიული დასაბუთება.

„რომელი ლაბორატორიული მონაცემებით გვიდასტურებთ, რომ აქ გვაქვს მალაბსორცია?“- მიმართა კითხვით მოწმეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

რაზეც მოწმემ უპასუხა: „მაგალითად, ბიოფსია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ეს დაავადება ან კრონის დაავადება დავადასტუროთ“.

„ნახეთ ეს დასკვნა? გვაქვს გაკეთებული? კუჭის ბიოფსია გაკეთებულია, გაქვთ ნაწლავის ბიოფსიის პასუხი ნანახი?“ – მიმართა ურთქმელიძემ ფინკელს, რაზეც მოწმემ აღნიშნა: „არა, რადგან ის არ იყო ჩატარებული“.

ურთქემლიძის თქმით, ექსპერტს მიხეილ სააკაშვილის არცერთი ლაბორატორიული კვლევა ნანახი არ აქვს.

„კაცი სვამს დიაგნოზს და არაფერი ხელთ არ აქვს. არცერთი ლაბორატორიული ანალიზი, ე.ი. არ არის სწორი, ე.ი. ტყუილს ამბობს“,- აღნიშნა ურთქმელიძემ.