გონიო-კვარიათის სანაპიროზე ხუთი წლის ბავშვს ეძებენ, – ამის შესახებ ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მცირეწლოვანი კვარიათის სანაპიროზე დაიკარგა.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.