„გონიომ“ „ლოკომოტივის“ შემტევი დაიმატა - გუნდის ჯამური ფასი „ტრანსფერმარკტმა“ რეკორდულად გაზარდა #1TVSPORT
„გონიომ“ „ლოკომოტივის“ შემტევი დაიმატა - გუნდის ჯამური ფასი „ტრანსფერმარკტმა“ რეკორდულად გაზარდა #1TVSPORT

„გონიომ“ მორიგი მოულოდნელი ტრანსფერი განახორციელა. გუნდმა, რომელიც ლიგა 4-ში ითამაშებს, თბილისის „ლოკომოტივიდან“ კახა კახაბრიშვილი დაიმატა.

„კახა კახაბრიშვილი გონიოს ფეხბურთელია. კეთილი იყოს ამბიციურ „გონიოში“ შენი მობრძანება“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

კახაბრიშვილი 29 წლისაა. კარიერა სტუ-ში (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) დაიწყო. წლების განმავლობაში უთამაშია „ვიტ ჯორჯიაში“, საჩხერის „ჩიხურაში“, „ცხინვალში“, ბოლნისის „სიონში“, სომხურ „ვანში“, ბოლოს კი თბილისის „ლოკომოტივში“ გამოდიოდა.

შეგახსენებთ, რომ „გონიომ“ დაიმატა „დინამო თბილისის“ ყოფილი მცველი ნოდარ იაშვილი, ასევე საქართველოს ნაკრებში ნათამაშები კახა მახარაძე, გუნდის მიზანი კი ლიგა 3-ში გადასვლა და საქართველოს თასის მოგებაა.

„ტრანსფერმარკტის“ მიხედვით, „გონიოს“ ჯამური ფასი 775 ათასი ევრო გახდა, რაც ლიგა 4-ისთვს რეკორდული მაჩვენებელია. ამ მონაცემით, გუნდი ყველაზე ძვირადღირებული კლუბია არა მხოლოდ ლიგა 4-ში, არამედ ლიგა 2-ის ოთხი გუნდიც უკან ჩამოტოვა.