„გონიო“ სეზონისთვის თურქეთში ემზადება #1TVSPORT
„გონიო“ სეზონისთვის თურქეთში ემზადება #1TVSPORT

ამბიციური გუნდი „გონიო“ სეზონისთვის თურქეთში ემზადება და საერთაშორისო ამხანაგურ მატჩები დაგეგმა, პირველი კი უკვე გამართა.

„გონიო“ „არჰავი გენჩლიკ სპორს“ შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდისთვის პირველი საეთაშორისო ამხანაგური მატჩი იყო, რომელიც მისი დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა – 7:1.

შეგახსენებთ, რომ ლიგა 4-ის „გონიო“ სეზონის დაწყებამდე საგრძნობლად გაძლიერდა და მოთამაშეები ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებული ქობულეთის „შუქურადან“, აგრეთვე თბილისის „ლოკომოტივიდან“ დაიმატა და საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა შეკრიბა.

გუნდში ასევე ითამაშებს კახა მახარაძე, რომელიც ბოლო წლები უზბეკეთის საუკეთესო კლუბებში გამოდიოდა, ხოლო ერთი პერიოდი საქართველოს ნაკრების წევრიც იყო. ამ ტრანსფერების მიზეზი ისაა, რომ „გონიოს“ მიზანი ლიგა 3-ში გადასვლა და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში თამაშია.

გუნდის პრეზიდენტის, დავით დოლიძის ცნობით, „გონიოს“ მატჩებს თურქული კლუბების წარმომადგენლები დაესწრებიან, რომლებიც ქართველ ფეხბურთელებს დააკვირდებიან.