გოგი წულაიამ ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებელობის დაუსრულებლობა პერფორმანსით გააპროტესტა
გოგი წულაიამ ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებელობის დაუსრულებლობა პერფორმანსით გააპროტესტა

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია ხელისუფლებას ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებელობის დაუსრულებლობის გამო აკრიტიკებს.

წულაიას თქმით, რამდენიმე წელია, ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთით მოძრავი თუნდაც სატვირთო ავტომობილებისგან ვერ გათავისუფლდა, რაც მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის.

„შემოვლითი გზა დღემდე ცალმხრივია, ხელისუფლებას კი, მაინც თავი მოაქვს გზების დაჩქარებული ტემპით მშენებლობით. ეს გზაც უაზროდ არის დაპროექტებული და სოფლების – ნახშირღელესა და ზედა სიმონეთის მოსახლეობას დაბრკოლებას უქმნის და დამატებით კილომეტრების გავლა უწევთ“, – განაცხადა გოგი წულაიამ.

აღნიშნული სოფლების მოსახლეობასთან ერთად, გოგი წულაიამ პერფორმანსი მოაწყო.