გლდანში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით ახალგაზრდა ქალი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, იარაღი არასრულწლოვანს გაუვარდა.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.
უწყების ცნობით, ბრალდებული არასრულწლოვანი დაკავებული არ არის.