გლდანში მოზარდს იარაღი გაუვარდა, რასაც ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

11:31, 15.03.2018

გლდანში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით ახალგაზრდა ქალი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, იარაღი არასრულწლოვანს გაუვარდა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

უწყების ცნობით, ბრალდებული არასრულწლოვანი დაკავებული არ არის.

მსგავსი